პარალელი (ფიქრებსა და ცხოვრებას შორის)


თოვს...კვლავ უიმედოდ იწყება დილა,
ფიფქებში სისხლიც ადუღდა ცივად,
გრძნობებში ვეძებ გამომწვევ მიზეზს,
ამით კი..სხვები სიხარულს იძენს..!

პარალელს ვავლებ სამყაროს წყვეტილს,
ყველას ვიხილავ მომავლის ეჭვით
მაგრამ...მათთვის ხომ უფალი იბრძვის,
და არ წუხდება არავინ სხვისთვის!!!

დაუმთავრებელ ბრძოლაში ვიბრძვით,
ვართ პაიკები ცხოვრების...იცი?! 
ბრძოლას ცხოვრების წესი არა აქვს
და ამიტომაც...ხშირადვე ვიწვით..!

ჩვენშია,სულში ჩამჯდარი გრძნობა,
გრძნობა რომელიც სიხარულს მოაქვს,
და აღსასრულსა სიცოცხლის ბოლოს...
ვიტყვით:ხროვაა! მგლებისა ხროვა..!

დასხმულ მელანზე...ასოებს ვტირი,
თუმცა ვინ სჩივის,აქ ხხომ არა აქვთ ტვინი,
აქ ხომ ერთმანეთს მუდმივად ვტირით,
გონებაშივე იტყვიან:ღირსია! ღირსი..!

დრო ეჭვით მიყურებს,და მიწერს მანძილს,
მანძილს ცხოვრების ამ გზებით განვლილს,
იგი აავსებს უდიდეს გრაგნილს,
შიგნით სავსეა სევდიან ამბით...

ვფიქრობ ცოტაა დრო ამ დღისა...
საკვირველია...უკვე დაღამდა არც წვიმს აქ,
მახრჩობს ფიქრები,სიზმრები ამდის
ვერას მოვასწრებ მოყოლას ამბის...

უკან გავყვები წინავე მიმავალს
და...არ ვისურვებ ყოფნას პირველს 
მე...მე არ ვისურვებ მყავდეს პრინცესა,
რომელიც უბრალოდ ფულსა ინებებს!!!

გულით მწუხარე...ფიქრებით ფუჭი...
მომავალს ჩემთან ქმედება უჭირს...
მიჭრის მომავლის ფიქრებით ხარულს.
უიმედობას დამიგდებს...ძალმძულს..!

ახლა კი ისევ,გზა არეული
ტირანებს ვებრძვი ფიქრებში ჩემში...
პოეზიაა ცხოვრების სტილი...
მე ვარ პოეტი...ამიტომ ვტირი..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი