ციგაობა
გაჰკრა ბაბუა ზამთარმა, ზეცა გაფხრიწა ნეკითა, დაეშვა თოვლის ფანტელი, ერთმანეთს გამოეკიდა. მეცნო მრავალი შრიალა, მსუბუქი ფრთების ფარფატი. დაიგო თეთრი ფთილების მოუთელავი ნაბადი. აბა, გიყვარდეს სრიალი! სამ-სამი ერთად ვეშვებით. მაღლიდან გუნდებს გვაყრიან ნაძვები სავსე პეშვებით. რტოდან ჩიტუნას აფრენით თოვლის ბზე ჩამოგვეყარა, ამ აღმა-დაღმა სრიალში ჩემი მგონია ქვეყანა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი