ბედაური


ბედაური გახლავარ,
ოქროს ფაფარგაშლილი.
მათრახი არ მჭირდება,
დავქრი ზღაპრულ რაშივით!

ჯერ შემკაზმა პატრონმა
წესითა და რიგითა,
მერე ხმალი შეიბა,
თოფი გადაიკიდა.

გამაქროლა, გავწიეთ,
ცხრა მთას იქით მაჭენა.
ქაჯთა ციხე დალაშქრა,
ლეწა ნაჭერ-ნაჭერად.

შინ როდესაც დავბრუნდით,
დამიჭიმა ფაფარი.
სულ ჩვენს თავზე გადაგვხდა
მზეჭაბუკის ზღაპარი.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი