ვარჯიში
სკუპ და სკუპ, სკუპ და სკუპ, კურდღელივით დავხტუნავ; ხომ კარგია ვარჯიში? შენც იხტუნე, დათუნავ! ახლა მერცხალს ვგავარ,- მოფრენილა ბანზე, ბუდეში რომ ჯდება ფრეთებს გადაშლის განზე. ვეღარ ვხედავ მერცხალს, გაფრენილა ცაში, აბა გავაგონოთ: ტაში, ჩქარა ტაში! ვივარჯიშეთ ახლა ტანი დავიზილოთ; რა საამო არის გაწურული ტილო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი