საუზმე


თეთრი ხელსაწმენდი
ავიფარე გულზე,
ჩანგალიც მაქვს, კოვზიც,
ახლა ვისაუზმებ!

წყნარად ვუცდი საჭმელს,
კოვზი მოვიმარჯვე,
სულ გამოვცლი, თეფშზე
ნამცეცი არ დამრჩეს,

გემრიელი არის,
დედა რასაც მაჭმევს.
წყნარად, წყნარად ჭამე
ნუ საუბრობ, თიკო!

საუზმის დროს ყველა
ჩუმად უნდა ვიყოთ.
ვისაუზმეთ. ახლა
მოვიბანოთ პირი,

პირში გამოსავლებად
წყალი გვინდა თბილი!
ჩაის ტილო ავიღე,
სულ დავწმინდე ჭურჭელი;

კარგი გოგო მიტომ ვარ,
დედიკოს რომ ვუჯერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი