საწყალი კურდღელი


ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.

მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო, 
- დაარიგეს დათუნა.

შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.

- ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში.	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი