ჩემი საყვარელი სურათი
ყოველ დილით სარკმელში მზე როგორც კი ინათებს, ჩემს საწოლთან, ერთ სურათს მიადგება სინათლე. ყველა იცნობს ამ სურათს, ყველა გულში ატარებს: დიდი ძია ალერსით ესალმება პატარებს, მზრუნველობით დასცქერის მამასავით დაჰხარის, მომღიმარი თვალებით და ნათელი ჭაღარით. ჩემოდენა გოგონა ხელში აუყვანია, და გოგონაც იცინის,- უხარია ძალიან. გარეშემო ბავშვები დგანან თაიგულებით, ბედნიერი თვალებით მხიარული გულებით. თუმც არ ვჩანვარ სურათზე, მეც მათში ვარ, ცხადია, რადგან ძია სტალინის ნახვა მეცა მწადია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი