ძილი ნებისა


დავიბანე პირი,
დავიბანე ხელი,
„ნანინაო, ნანა“,-
ახლა ასე ვმღერი.

აი, უკვე ვიძინებ...
დავიძინებ ტკბილად,
ჩემს ლოგინში, მუდამ,
ძლიერ, ძლიერ თბილა.

დედა როცა მხედავს,
თვალებს მაგრად ვხუჭავ,
შენც ხომ გეძინება,
ჩემო თმახუჭუჭავ?

დავიძნოთ მალე;
დედა ზის და კერავს,
და ჩაგვაცმევს დილით
ახალთახალ პერანგს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი