დილა მშვიდობისა
-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ, ვის უგალობ, ვისა? შენ გიგალობ, პატარავ,- დილა მშვიდობისა! -მზეო, მზეო, ცხრათვალა, ვის უცინი, ვისა? -გაიღვიძე, პატარავ, დილა მშვიდობისა! -პაწაწინა ყვავილო, რად გაშალე კვირტი? -შენთვის მინდა, პატარავ, აბა დამაკვირდი! -მეც ახლავე ავდგები, მეც დავიბან პირსა, ყველას მივესალმები: დილა მშვიდობისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი