ტურამ წააცანცალა
ტოროლა და ოლოლი მიდიოდნენ ორ-ორი. მწყერმა უთხრა ყუტყუტით: სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი! ერკემალი გაწყრა: გაიარონ ცხრა-ცხრამ! თხა კი წვერის ცანცარით ურჩევს: წადით ცალ-ცალი! გაწიწმატდა ტოროლა: ნუღარ ვივლით ორ-ორად! გაიარეს ცალ-ცალად, ტურამ წააცანცალა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი