მტვრის ნაწილაკები


რა საინტერესოა არა? სანამ მზის სინათლეზე გამოაშკარევებულ მტვრის ნაწილაკების ქაოსს არ გადაეყრები, აზრადაც არ მოგივა მათი უკონტროლო ორომტრიალი, შეხედავ და უნებურად გეფიქრება: რამდენია, რა სქელი და აუტანელი, და ამას ვსუნთქავდი?

ასეა ყველაფერი, სანამ საკუთარ რეალობას თვალებში არ ჩახედავ, სანამ დღის სინათლეზე არ გამოამზეურებ, არ გაფილტრავ, ვერაფრით მიხვდები რა საზიანოა, რა ძლიერია და რა მტკივნეული ეს ყველაფერი შენთვის. 
 
დღეები გადის და ასე უჩინრად დახეტიალობენ ჩვენი ფიქრები, ჩვენი დარდები, გეგმები, იმედები, მოლოდინები, მტვრის ნაწილაკებივით ასკდებიან ერთმანეთს, ერთმანეთს და შენ. 

შენ კი დგახარ და ელოდები, მზის სხივებს ელოდები, ელოდები ჭეშმარიტებას, მზის სინათლეზე მოკაშკაშე ჭეშმარიტებას..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი