ჩემი მეორე ნახევარი - სხვისი არა


ბევრს ვფიქრობ. ხანდახან იმდენს და ისე რომ უაზრობაშიც გადამდის ხოლმე. ჩემი მინუსი არის სისუსტე, თითქმის ყველაფერში სუსტი ვარ, ფიქრშიც კი. 
ხანდახან სიღრმეებისკენ წაპოტინებული საკუთარი თავი იბნევა, ეშინია სიღრმეებში დამალული საზარელი სიმართლეების და თავს ანებებს, ფიქრსაც და ყველაფერსაც, მაგრამ ფიქრი. 
ფიქრი ჩემი განუყოფელი ნაწილია, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბედმა ბევრი ისეთი მომენტი მისაჩუქრა სადაც ფიქრის ბეეეევრი დრო და ბეეევრი მიზეზი მქონდა. 
არც ცხოვრებას დაუშურია ჩემთვის საფიქრალი მიზეზების დასტა და ასე დავდივარ ნახევარი ცხოვრებაა, 
ნახევრად გაბრუებული, 
ნახევრად რეალური, 
ნახევრად მიწაზე მდგომი, ნახევრად გაწონასწორებული, ნახევრად ყურადღებიანი, ნახევრად კომუნიკაბელური, ნახევრად პუნქტუალური, ნახევრად მხიარული,
ნახევრად მოწყენილი,
ნახევრად ნახევარი...
და ჩემი მეორე ნახევარიც ასე ნახევრად დადის და მეორე ნახევარს მეძებს. 
იქნებ ისიც ასე იტანჯება...
ყველას სჭირდება ცხოვრებაში თავისი ნახევარი, ოღონდ სხვისი არა, მხოლოდ თავისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი