თვალებს რომ ხუჭავ


თვალებს რომ ხუჭავ რაზე ფიქრობ?
სიყვარულზე ვფიქრობ... ჰოო რამდენი ხანია ასე ვზივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ და ველოდები ჩემს უცნობ , ზარმაც და უპასუხისმგებლო მომავალ სიყვარულს, რომელიც ასე ძალიან მაკლია ახლა ან ალბათ სულაც მაკლდა, ყოველთვის...
რომ იცოდეს როგორ მჭირდება ალბათ საკუთარი ძალებით დაიწყებდა ჩემს ძებნას და ათასშიც კი მიპოვნიდა, მაგრამ არ იცის და ჰა, მოკალი. 
რას იზამ? 
რამდენჯერ ამერია, სულ არასწორ გზებზე დავდივარ. 
უცებ ვიფიქრებ აი ესაა ნამდვილად ვიპოვეთქო და  უცებ ჯერ ერთი რქა გამოეზნიქება, შემდეგ მეორე, ასე ნელნელა აჩენს თავის მახინჯს სახეს, და აბა ჰე მშვიდობით ნამდვილო სიყვარულო, გადაიდება ისევ უვადოდ და უთარიღოდ.
დავრჩები მეც ისევ ასე თვალებდახუჭულ, გარინდებული.

მაინც რა არის ეს ცხოვრება არა ? ლოდინი დაუსრულებელი, უდროოდ გადადებული ნამდვილი სიყვარული, ბრძოლა გადარჩენისთვის, ნამდვილი სიყვარულისთვის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი