აბა ბავშვებო, რამდენია ცოცხალ ბუნებაში სამს, რომ გამოვაკლოთ ერთი?
აბა ბავშვებო, რამდენია ცოცხალ ბუნებაში სამს, რომ გამოვაკლოთ ერთი?.. ( ორი?..) აბა ვნახოთ: - ხეზე იჯდა სამი ჩიტი. ერთი გაფრინდა, რამდენი ჩიტი დარჩა ხეზე? - მაგიდაზე იყო სამი ცოცხალი ბუზი, ერთი მოვკალით, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე? - ხეზე იჯდა სამი ჩიტი, მონადირემ ერთი მოკლა, რამდენი ჩიტი დარჩა ხეზე? -აკვარიუმში იყო სამი თევზი, ერთი მოკვდა. რამდენი დარჩა აკვარიუმში? გაითვალისწინეთ, რომ ჩიტები, ბუზები და თევზებიც ძალიან ფრთხილები არიან! P.S. ძვირფასო მშობლებო, გაუზიარეთ ეს კითხვები თქვენს პატარებს, იმხიარულეთ და ამხიარულეთ ისინი და გააზიარეთ ეს პოსტი, რომ სხვებსაც გადაედოთ ეს მხიარულება -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი