ტიბუ მიირთვით ხშირადო...
ტიბუ მიირთვით ხშირადო, გვმოძღვრავს მეგრელი ბაბუ. ჭამის წინ ასე ამბობდა - ვირუსს დავადოთ ტაბუ! 😁 -მერ'ფი- P.S. ტიბუ მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ. მზადდება ასე (4 ულუფა): 1 ლიტრ წყალს აადუღებთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყავთ - 2 სუფრის კოვზ გამხმარ ქონდარს, 1 თავ ნიორს, წიწაკას.. დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში... კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს... დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი... მოურიეთ... ადუღებთ, 10 წუთი... ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი