კორონალური კაფია :)
***კაკო ფირცხალაიშვილი და მერაბ ფირცხალაიშვილი (-მერ'ფი)*** ... მატარებელი არ დადის და არც სხვა რამე ტრანსპორტი. მაქანე რაფერ მევიდე? რა გადმომაფრენს? პასპორტი? 😂😂😂😂😂😂😂😂 - ლექსები კარგად გამოგდის, ყოფილხარ რითმის ჩალიჩა. თუკი გაფრენა გწადია გიჯობს მფრინავი ხალიჩა 😁 - პაწა გულს ვირთობ ძამია ამ ჩემი რითმის ჩალიჩით... ოზურგეთს რაფერ გავფრინდე დაკერებული ხალიჩით? განა ვინმესი მრცხვენია? მოდაშია დახეული... მარა თლა რომ გამეიხეს მაშინ ხომ მაქ დარხეული? 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂 - ნუ გგონია ჩემო კაკო ახლა თითი მოგიკაკაკვო. მარა საცხა მართალიც ხარ, ფრენა რომ არ დაგიბრაკონ. მოი თუ ხარ ჩალიჩა გამოკერე ხალიჩა. 😂 - ხელის ნემსით? თუ მანქანა მივატარო-მოვატარო? ხოდა მერე ის ხალიჩა ტეხასმოტრზე გავატარო? 🙄🙄🙄 - ქვეყნის ფული დაგიჯდება, დაგედება ვალები. ტეხასმოტრს თუ ვეღარ გაცდი, დაგიდგება თვალები 🤓... ხოდა გიჯობს სახში დარჩე, ამ კორონას, რომ გადარჩე!😁 - ბინაში ვარ ჩაკეტილი, მენატრება სოფელი... ჩემი კატა,მეზობლები, ჩემი ძველი "ოპელი". ნუ მახსენებ მაგ კორონას, ნუღარც გამახსენებ ვალებს, მაგის შიშით სოჩიკივით ვატრიალებ ამ ჩემს თვალებს 😄😄😄😄😄 სადაცაა გათენდება, მიჰქრა კიდეც მთვარის შუქი, დევიძინოთ აწი ძამა, დავასვენოთ ფეისბუქი 😂😂😂😂😂😂😂 P.S. აქამდე მეც არ ვიცოდი კაცი ყოფილა „კაკოი“ ! 👍 ❤ მინდა მსოფლიომ გაიცნოს ჩემი მოგვარე კაკოი! ❤ -მერ'ფი- გაგრძელება ალბათ იქნება 😁 თუ ბევრი გააზიარებთ... - გაგრძელება? კი ბატონო! დაე იყოს თქვენი ნება!.. შენ იგი თქვი ფეისბუქი ღამე ღია თუ იქნება - აგერ, ნახე, კონსულიც გვილაიკებს კაკო. აწი ისე შეუბერე რომ არ დეიბრაკო :) -მერ'ფი- - დარიგებისთვის მადლობა! მაგას რად უნდა კონსული? სამხიარულო დავწერო მაგიზა ვარ აქ მოსული. - კაკო შენ კიდე არ გძინავს? კიდო არა ხარ ლოგინში? სიზმრები შენც დაგფრთხობია ხვალინდელი დღის ლოდინში :) -მერ'ფი- - კაი სიზმარის სეანსი ერთი გავმაზე ძამია. ახლა მეორეს მოველი, მაცალე ღმერთი გწამია - მეც მიჯდება ნოუთ ბუქი, განისვენებს ფეისბუქი!.. :) ვზივარ, როგორც მელია და... აბა, დელი დელია, უდედლობა ძნელია ! ;) -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი