კორონალური კაფია 2
კორონალური კაფია 2 ***კაკო ფირცხალაიშვილი და მერაბ ფირცხალაიშვილი (-მერ'ფი)*** --- ერთი თილიანის ბათმან ლობიას, ერთი ბარელი ნავთობის ფასი რომ დეედო, ახლაც არ მოკიდებენ ოყიან თოხს ხელს? -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - რომ მოვკიდო მერე რაი? მოსაპირავია თოხი!.. იმ ლობიეს გამძვირებელს გადაატყდეს ზურგზე ჯოხი! ლუკმა არ უნდა აჭამო! მაგენს კი დეეცა მეხი! გაძვირებულ ლობიეით გადეეხადონ ქელეხი! აგერ ერთმა ახლობელმა მესენჯერით მომახარა, (კაი ხასიათზე იყო) სმაილებიც მომაყარა. რას წუწუნებ? რა გაჩხუბებს? ან რა წყევლა გიდევს პირში? ნაფთის ფასი ადევს ძამა მაგას დღეს ევროკავშირშიც... Merpi Ge - აგიც ლექსათ გითხრა ძამა? მიუყენო ამას რითმა? ლობიეს ჭამა არ უყვართ? ურჩევნიათ ხომ ჩიხირთმა?! -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - მაგას რაღა რითმა უნდა? რა აქ წუნი მაგ ლობიას? ისე კი ჩიხირთმას მგონი ისევ ბოზბაში ჯობია!.. Merpi Ge - თართი ჯობია ორაგულს. თუ ჩიხირთმაა ბოსბაში. მაგას ილიაც ვერ არკვევს ლუარსაბიანთ მოდგმაში... -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - ორაგული მეფე არის, თართი კი მისი ვეზირი... მაგას ახლა ტყულა ვყობი... სუპით ვარ ამოლესილი. Merpi Ge - მე რა ვიცი რა არის, მოგცე მოწმობის წერილი. მეც შენსავით ჩემო კაკო, სუპი მაქ გამოწერილი... -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - ზოგჯერ კალბასსაც უნაცვლებ, მაგი არის თლა მისწრება!.. იმდენი მაქ ნაჭამი რომ ლანჩხუთამდეც ქი მისწვდება!.. Merpi Ge - კალბასი არ თქვა ძამია, მაგას ქვია ძეხვი. ისე ახლა გამოჩნდება ვინ კაცია, ვინ კი ნეხვი! -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - სხვა არ ვიცი რა ვიყიდო, ჯიბეს გროში აღარ არი! შენ მითხარი რაფერ მივცე კილო თევზში ათი ლარი!.. Merpi Ge - რა ვქნა ძამია, რა გიყო. ღმერთია მაღლა კეთილი. მეც უფულობა მაწუხებს, სახლში ვარ გამოკეტილი... -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - ლობიე რომ ხორცის ფასზე ავა ძამა ქვეყანაში, დაქცეულია ქვეყანა, დამერწმუნები ამაში. Merpi Ge - „კორონა“ ჭამა მის პირმა, ვინც გაგვიძვირა ცხოვრება!.. შიკოლადია „კორონა,“ მაი შენც გემახსოვრება ხოდა მის მეტი ძამია არ ღირსებოდეს საჭმელი. მაი ხომ წყევლა არაა, ტკბილად ვთქვი ჩემი სათქმელი -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - კაი ერთი,არ აწყინოს, არ მოკვეთოს კბილები! სულ არ უნდა აჭამო და თან აგინო კეთილები. Merpi Ge - რას შობი, გვღუპავ? კეთილებიც თუ მას გავენ ჭამაში? გამრავლდებიან ასე და წილი გექნება ამაში ! -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili -კი იცი ჩემი ამბავი! სიტყვას არ ვიტყვი უკბილოს! ორნაქმარევებს შევარჩევ, ლამაზებს,თანაც უშვილოს! Merpi Ge - თუ ძმა ხარ, არ გააგიჟო ტახტზე რომ გიზის ის შვილი. ორნაქმარევმა დაღუპა არ გახსოვს სამანიშვილი?!. -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - მაშინ სხვა დრო იყო ძამა, ხალხი იყო ჯანმრთელი. ახლა აგინს ძვლივს უჭირავს ხელში ერთი სანთელი Merpi Ge - ხოდა სანთელს გაუფრთხილდი, არ ჩაგიქრეს ცივ ქარში. შენმა ცოლმა არ გეიგოს, არ ჩაგიშობს ჭიშკარში -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - მაშაყირებ? სა მყავს ცოლი? მაგიზა არ ვიჭრი ვენებს!.. მეორე რომ მევიყვანო რა გგონია? მომასვენებს? მეინდომებს, მთვარეს, დვარეცს, მუუნდება აგარაკი... მეტი აღარ მაქ სხვა საქმე!.. (გინება ამოშლილია ) არ მინდა მისი რაკრაკი! Merpi Ge - მრავალცოლიანობამო ძამა ( ვერ ვიკავებ ახლაც სიცილს ;)) ყველაფერი კაი მარა, მრავალსიდედრიანობა იცის -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - რა მითხარი? სიდედრიო? დამემართა კიღამ ცოფი! ტყვილა კი არ მაქ დატენილი თექვსმეტ კალიბრიანი თოფი?! Merpi Ge - მაი თოფი შეინახე, გოუფრთილდეთ უნდა თოფებს თვარა სუ მთლად უქალობა, მერე უფრო გაგაცოფებს -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - იმ ჩინელებს დადგომოდეს ის წვრილ-წვრილი თვალები! მართლა რავა დაგვავიწყა სმა-ჭამა და ქალები!.. Merpi Ge - სად წევედით ხედავ ახლა? სად ლობიე და სად ქალი. ასეთ დღეში ჩაგდებიზა მტერს დოუდგეს მართლა თვალი. გადაღმა ვერ გადავდივარ, ყელში მიჭერს ქვეყნის ვალი. ხალხი მისას ვეღარ უვლის, ვიღას ახსოვს სხვისი ქალი -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - ახლა დროა დევიძინოთ, დავასვენოთ თვალები, თვარა სუ მთლად გამეყინა ეს ბებერი ძვალები. Merpi Ge - ხოდა ცოლი თუ არ გინდა, ხეებს დასცვივა ფოთლები, ზამთარში გრელკა გეყოფა?.. ფეხებში ცხელი ბოთლები? მაგას ჯობია სიდედრთან რომ გახდე ამხანაგური. თვარა და გრეკლებს ჯობია ფეჩზე გამთფარი აგური! -მერ'ფი- Kako Pirtskhalaishvili - არ მინდა მაგი არცერთი!.. ქარია,იწვიმებს,ითოვს, კატას ვიწვენ ფეხებში და ძალიან კარგადაც მითბობს! P.S. მოკლედ, დღესაც მეპაექრა მამათელი კაკოი. ლობიედან სიდედრამდე, გზები განვლეთ „ტაკოი“! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი