კორონალური კაფია 3


- მართალია მეგობრებო
  თემაა სერიოზული,
 მარა მაინც გევიხუმრებ,
  გევიმხიარულოთ გული.
  აბა რა ვქნათ? ჩაკეტილებს
  საქმე არაფერი დაგვრჩა,
  ოთახებიც მივალაგეთ,
  დავხეხეთ ქვაბი თუ ჩამჩა.
  გარეთ ისეც ვერ გავდივართ,
  კომენდანტის საათია,
  თან ვირუსის გვეშინია...
  აბა ვის აქვს გარანტია?
  ფეისბუქზე ვნახე წეღან
 (შემიღონდა ლამის გული!),
 თურმე საშიში ყოფილა
  ბანკნოტები! ნაღდი ფული!
   შევწუხდი,თავი ჩავქინდრე...
  მერე უცებ მომაგონდა-
  ფული სადა მაქვს მე საწყალს?
  ან კი როდის იყო მქონდა?
 გამიხარდა! ვთქვი-გადავრჩი!
  გამინათდა უცებ თვალი!..
  ამისთანა აღარ მინდა
  არც ფული და აღარც ვალი!
  თქვენ გეუბნებით მდიდრებო!
  ნუღარ გადმოხვალთ კამათზე!
  ვისაც კი ბევრი ფული გაქვთ
  გადმომირიცხეთ ბარათზე!
  აიცილებთ კორონას,
 ნუღარ გიკრთით ხელია!..
  ხედავთ? ზოგიერთი ჭირი
 თურმე მარგებელია!
--------------------------------------
ანგარიშის ნომერს ზეგ მოგწერთ,შაბათ-კვირას ბანკი მაინც არ მუშაობს და...  
                                           Kako Pirtskhalaishvili
- სასაცილო იქნებოდა
სატირალი რომ არ იყოს.
ზოგს იმდენი ფული აქვს, რომ
რას დეიტყობს, რომ გაგვიყოს?
თანაც მადლში ითვლება და
დაედება ღმერთთან წილი.
ღმერთო ასეთს არ მოაკლო
ხვავი, ლხინი და ქორწილი.
-მერ'ფი-
- შენ გგონია იკისრებენ?
ჯიბისაკენ მიაქვთ ხელი?
ამ მდიდრებს რას გამორჩები?
მათგან რა სიკეთეს ელი!..
ყველა იმ კაცს გაუმარჯოს
თავის შრომით ვინც ქმნის სარჩოს!
იმ მდიდრებმა კი იფიქრონ
ამდენ ფულმა არ დაახრჩოს!
                                       Kako Pirtskhalaishvili
P.S. 
გევიხედე და ვიღაცეებმა მართლა გულთან მიიტანეს გაჭირვებული ხალხის მდგომარეობა და კაკოს მოლოდინები არ გამართლეს! 
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი