ერთხელ ერთი საოპერო ჟანრის მომღერალი...
ერთხელ ერთი საოპერო ჟანრის მომღერალი ქალბატონი დავპატიჟე (სტუდენტობისას) მოსკოვში მსოფლიო როკ ფესტივალზე. პინკფლოიდის (18 კილოვატიანი) აპარატურისნაირი იდგა „ლუჟნიკების“ სტადიონზე. თითო დინამიკის რადიუსი 2-3 მეტრით! ვეტმფრენიდან იღებდა ერთი ოპერატორი და იმხელა ხმა იყო, რომ ვერტმფრენის პროპელერების ხმა საერთოდ არ ისმოდა( ჩვენს თავზე რომ იდგა, ჰაერში გამოკიდებული) ... კონცერტი ნაადრევად დავტოვეთ (თავი აგვტკივდა დიდი ხმისგან) , მეტროში რომ ჩავედით, მატარებლის ხმა ჩურჩულივით გვესმოდა და უცებ ეს ქალბატონი მეუბნება 🙂 , - მერაბ ახლა კი მივხვდი „ხმამაღალი მოსმენის“ მუღამს! - რა ვიცი, მე ვერ ვამუღამებ მეთი და .. - ხოო, მუღამი იმაშია სიჩუმეში რომ გამოხვალ მერეო - არადა 200 მანეთი მივეცი ორ ბილეთში. ეს დიდი ფული იყო იმ დროში (1985 წ.) -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი