გურიაში (ჩემ ბაღნობაში) სანამ კოფე (ყავა) შემევიდოდა ...


გურიაში (ჩემ ბაღნობაში) სანამ კოფე (ყავა) შემევიდოდა მოდაში, საუცფათო სტუმარს ოტკით (არაყი) და თხილით უმასპინძლებონდენ. ქალებს ლიქიორით და ჯანჯუხაით (ჩურჩხელით). შიკოლადიც თუ იქნებოდა მაი თლა კაი... 😁
    ხოდა ერთხელ თურმე ერთ სტუმარს გურიაში, გოუნჯღრევია ოტკის გრაფინკაი  და უთქვია, ამას ბიძია ჯაჭვი არააქო!
- შენ მაი დალიე და ჯაჭვი ვის დაჭირდება მაგასაც ვნახავო. - თვალები დაყლეპია შეურაცყოფილ მასპინძელს. 😅
P.S.
ბებიაჩემი ქსენიე, რომ მევიდოდა სტუმარი, თუ ეზოში არ შემევიდოდა, (მეჩქარებაო.) ჭიშკართან გუუტანდა ოტკას და თხილს და დოულოცავად რავა გუუშობდა ვინმეს. ხოლო ნაირაი რომ მევიდოდა, (მისი ძმის შვილი) ატმის კამპოტს გახსნიდა ხოლმე სახელდახელოდ ❤ უყვარდა ნაირას ატმის კამპოტი და მეც მიყვარდა ატმის კამპოტიც და ნაირაის მოსვლაც 😁...
რო დევინახავდი ჭიშკართან, იმწუთას ბებიაჩემთან გავრბოდი:
- ბებია, ბებია, გახსენი კამპოტი! ნაირაი მევიდა! -ს ძახილ-ძახილით 😅
-მერ'ფი-
www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი