კი, თუ ცოცხალი დავრჩიო...


www.merpi.ge
კი, თუ ცოცხალი დავრჩიო...
(სუფრაზე გაგონილი ამბებიდან)
-- -- --
ერთხელ, ჩემი მეზობლის ნონა კუკულავას დაბადების დღეზე
ერთ-ერთმა მეზობელმა, ლევან მარშანიშვილმა ერთი ასეთი ამბავი გვიამბო:
95 წლის ჭარმაგმა მოხუცმა დაუჩემა შვილიშვილებს, გინდა თუ არა, ქობულეთში დასასვენებლად , რომ „ლენინგრადელი“ (მაშინ ასე ერქვა „სანქტ-პეტერბურგს“) პროფესორია ჩამოსული, მაგას უნდა გევესინჯოო. ჰო და მიუყვანეს შვილიშვილებმა გასასინჯად ამ პროფესორს...
- თქვენისთანა ჯანმრთელი მოხუცი იშვიათობაა, რამდენი წლის ბრძანდებით?
- მე პრაფესორო ქი ვარ ახლა 95 წლის და პაწე ქე შემაწუხა სიბერემ!
- რას ბრძანებთ, 95 -ის კი არა და გამოკვლევის შედეგებით და ანალიზების პასუხებით შუა ხნის მამაკაცზე უფრო ჯანმრთელად გამოიყურებით.
- თუ მასეა, აგაშენა ღმერთმა, წავალ ახლა და ასე ხუთ წელიწადში მუალ კიდო გასასინჯად, ხომ გამსინჯავ კიდო?
- ეეჰ, მე 72 წლის ვარ და თუ ვიცოცხლებ კიდევ ხუთ წელიწადს, კი გაგსინჯავ! - სევდანარევი ხმით უპასუხა პროფესორმა.
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი