ია, ია დაიკრიფე...
„ია, ია დაიკრიფე, ლურჯთვალა და კოპწია“... რვა მარტი და ორი მარტი ერთად მომილოცია. -მერ'ფი- P.S. ეს სტუდენტობის პერიოდში დავუწერე დედაჩემს, 2 მარტს არის მისი დაბადების დღე. და წერილი ფოსტით გამოვუგზავნე თბილისიდან. მისამართი დავაწერე: ლანჩხუთი, ქვემო შუხუთი, მედიკო ჭანკვეტაძის მეზობელს, მერი ტალახაძე ფირცხალაიშვილს 🙂 (მედიკო ჭანკვეტაძე ჩვენი კარის მეზობელი იყო, და თან ფოსტალიონად (კურიერი) მუშაობდა შუხუთის საფოსტო განყოფილებაში. მიუვიდა დედაჩემს ეს წერილი და პასუხი მიმწერა და მისამართი დააწერა: თბილისი, მუხიანი. მილიციის თავზე , მეექვსე სართულზე ლეო მაჭავარიანის ოჯახს 🙂 და ეს წერილიც მოვიდა ადრესატამდე 🙂
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი