რას ნიშნავს ბევრი ფული ჩემთვის
რას ნიშნავს ბევრი ფული ჩემთვის და ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს... ბევრი მატერიალურად ღარიბი ბაშვის გაოცებული თვალების ხილვას, თავის სანუკვარ ნივთს რომ გადასცემ საჩუქრად. ბევრი მწუხარე დედის ლოცვას, მის შვილს რომ დაუბრუნებ სიცოცხლეს და ხალისს. ბევრი მოხუცის მადლიან ცრემლს და ბევრი გზააბნეულის მადლის ფერხულში ჩაყენებას... აქამდის არასდროს მინატრია ბევრი ფული, მაგრამ იმას კი ვნატრობდი და ვნატრობ, რომ სიკეთის კეთების მადლი არ მოგვაკლოს უფალმა, რამეთუ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც გასცემ.. კეთილი საქმეებით სასიკეთოდ ნაშოვნი ფულიც უფლის წყალობაა , არა? -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი