უნდათ კი ეს ქვეყანა წინ წავიდეს?!


4 წელი გავიდა, რაც ადელაიდას უნივერსიტეტიდან (ავსტრალია) მუსიკალური ტექნოლოგიების ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მომივიდა., მაგრამ ...
დღეს კაცი თუ არა, კაცის კაცი მაინც, უნდა გყავდეს იქ „ზევით“, რომ დაგდონ პატივი და დაგასაქმონ!
 გამალებული მიდის ბიუჯეტის ხვრა და ჭამა. იმდენ არაპროფესიონალს შეხვდებით სახელისუფლო სტრუქტურებსა და სატელიტ აიპებსა და სიპებში, რომ აკაკი წერეთლის პოემიდან „თორნიკე ერისთავი“  პირველი ორი სტროფი გაგახსენდებათ „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?“, სამაგიეროდ როგორც ავღნიშნე, იქ, „ზევით“ ჰყავთ „კრიშა“!
 სანამ ადამიანებში ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება არ დაფასდება, მანამ ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, მაგრამ აქ იბადება რიტორიკული კითხვა:
 - უნდათ კი ეს ქვეყანა წინ წავიდეს?!
 -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი