უჯილაგო ხისაგან გამოთლილი და თეთრად გადაღებილი პაიკი...


უჯილაგო ხისაგან გამოთლილი და თეთრად გადაღებილი პაიკი, გამადიდებელ სარკეში ლაზიერის ტოლად მოჩანდა...
მაგრამ სად იყო იქ ჭადრაკის დაფა?!.
მხოლოდ ბრძოლის ველზე შეეძლო პაიკს მტრის ზურგში შეჭრა და ასე რგებოდა მას ლაზიერის რეგალიები. აქ კი არც ბრძოლის ველია და არც სხვა ფიგურები ჩანს. სარკე და გამრუდებული ილუზიებია მხოლოდ...
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი