გამიგონია: იყო ორი ბუდისტი ბერი...


გამიგონია: იყო ორი ბუდისტი ბერი. ერთხელ ქალი წყალში იხრჩობოდა და ერთ-ერთმა გადაარჩინა, თუმცა ამით ის კანონი დაარღვია, რომ ქალს არ უნდა შეხებოდა. 
გავიდა წლები და ეს ორი ბერი ისევ შეხვდა ერთმანეთს და მეორემ გაახსენა, რომ როგორ შეეხო უწმინდურ არსებას...
- მე ის ქალი სიკვდილს გადავარჩინე და იქვე დავტოვე და აღარც გამხსენებია და შენ დღემდე გულში გყოლიაო ...
  დე, ნეტა მეც, ყველა ჩემი მოძულის და მაჭირვებლის სახსენებელი დამავიწყდეს ამ ქვეყნად!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი