მოვა მინისტრი, ყურს გიგდებთ ...
მოვა მინისტრი, ყურს გიგდებთ. გეტყვით - გავჩუმდეთ, კმარაო. რასაც თქვენ ამბობთ მოვისმენთ, მაგრამ ჩვენ ვიტყვით - არაო! რა დროს ბუნების დაცვაა, წყალში გვეყრება ფულიო... თქვენ ვერ გვასწავლით რაცაა, სამშობლოს სიყვარულიო! თქვენ თავს მიხედოთ ჯობია, მჭადით გიხმებათ კუჭია. თქვენი მცდელობა, პროტესტი, წყლის ნაყვაა და ფუჭია! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი