მავანს...
www.merpi.ge ჩავიხედე ილია მართლის თვალებში , და მართლაც და სიკეთე ვიგრძენი ( სურათიდანაც კი). შენ კი თვალებს ვინ გაგისწორებს ადამიანო, როცა იმხელა ბოროტება გენთხევა ირგვლივ. ან რამ მოგაფიქრებინა, წმინდა ილიასას შეადარო შენი ზე მძიმე სული? ვიღაცამ შეიძლება ცხელ გულზე, მართლაც მოგიწყოს ,,წიწამური'' მაგრამ „ილია“ მაინც ვერ იქნები! ამას არც გისურვებ (სიკვდილს) და იცი რა მინდა ? რომ ღმერთმა შეგინდოს და მოგაქციოს ჭეშმარიტების გზაზე!... ეეჰ, ეს თუ გადაგარჩენს, მეტი ვერაფერი... ელვის სისწრაფით გარბიან დღენი და ვინ გამოკერვებია ზეცის კამარას? იფიქრე სულზე , სულზე იფიქრე,.. უნდა იფიქრო,.. დროზე იფიქრო, ჯერ კიდევ თუ რამ სულიერი დაგრჩენია სულის კუნჭულში . -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი