მუა და შეგჭამს ბუაო და
მუა და შეგჭამს ბუაო და ამ ბუას შიშით ზნეობა პონჩიკივით უნდა შემოვიჭამოთ?! ... არც რუსის მეშინია, არც ამერიკელის და არც არცერთი ერის თუ ფერის როცა საქმე კაცობას, სამშობლოს და ქართულ კულტურასა და ტრადიციას ეხება... მე ასე მესმის, რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის მეგობარი ის არის, ვინც ქართველ კაცს კაცად მიიღებს და ქალს მანდილოსნად და ყველა მტერია ჩემი , ვინც კაცობაზე და ქალობაზე ხელის აღებას მოითხოვს ნებისმიერი რამის სანაცვლოდ, თუნდაც ეს იყოს დამოუკიდებლობა და მატერიალური კეთილდღეობა... P.S. ნეტა ერთი ვინ ერჩის, მენტალურად ლეჩაქიან ვაჟკაცუნებსა და წვერულვაშიან ჩოხოსან ციცა-დედაკაცებს, თოჯინებივით რომ აპორწიალებენ აქეთიქით. მათ უკან სულგაყიდული 30 ვერცხლიანი ისკარიოტელები ხომ არ დგანან ჩრდილში და ხომ არ ინაწილებენ ადამიანთა უფლებების დასაცავად გადმოყრილ მწვანე და ევროპულ მრავალფერ „გროშებს“ ? ზოგირთების გასაგონად ვამბობ,გურული კილო შეგნებულადაა და ნუ იქილიკებთ ამაზეც ახლა „პრედვინუტებო“... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი