საოცარი სიტყვა გვაქვს ქართველებს - „უთვალავი“
საოცარი სიტყვა გვაქვს ქართველებს - „უთვალავი“, ის, რისი დათვლაც არ შეგვიძლია. ხშირად უთვალავი უსასრულოს სინონიმი ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. უთვალავი შეიძლება იყოს სასრულიც და უსასრულოც. მაგალითად უთვალავია რიცხვების მიმდევრობა, რომელსაც ადამიანი ვერ დაითვლის თუნდაც მთელი ცხოვრება ითვალოს. უსასრულოს დათვლაც არ შეიძლება, მაგრამ უსასრულობის წარმოდგენაც კი რთულია. რადგანაც გონებას ყოველთვის უჩნდება კითხვა თუ რა არის უსასრულობის მიღმა. მე უსასრულობა წარმომიდგენია სფეროს ზედაპირზე მოძრავი ობიექტის სახით, რომელსაც ნებისმიერი მიმართულებით (სფეროზე) შეუძლია ნებისმიერი მანძილი გაიაროს ამ სფეროს გარშემო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უსასრულობა? -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი