ისრიმ...
„კაცის გული ისეთია , ვით მორევი შავი ზღვისა რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს მაინც ურჩევნია სხვისა“ ხოო... ლამაზი სახელია „ისრიმ“ , რაღაცნაირად მწველად და აღმოსავლურად ჟღერს. არადა მჟავე ყურძენია მხოლოდ, მელა რომ ვერ შესწვდა და თავის წარმოსახვაში, რომ დაამჟავა. ასე მოისრიმულად ვარ მეც, როცა ლამაზ ქალს ვუყურებ და ვერ ვწვდები. ... „მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო“ ვაი... არადა აშკარად რომ თავის მოტყუებაა ! ისეთი მტევანია მსგავსი ჯერ, რომ არც დაუსხამს ამ ჩემს ვნების ხეს... „ისრიმ“ ლამაზად ჟღერს, მაგრამ მზენაკლული ყურძენია, მშიერი მგელი თუ წაეტანებაო, ისიც შიმშილის მოსაკლავად, სხვა საკვებს თუ ვერაფერს იშოვის... ჰოდა ზოგი ქალიც ისეთია, მგლობას და მაქციობას რომ განატრებინებს სწორედ. .. მაგრამ, კაცი ხარ და რაც არ გერგება არ შეგერგებაო, ამ შეგონებას მივდევ! ისრიმ... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი