ხილვა გასაოცარ წარსულზე...


ხილვა გასაოცარ წარსულზე...

—

 ეს იყო ხილვა, სადღაც, გასაოცარ წარსულზე, რომლის მსგავსი მომავალი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ნიშნები შეინიშნება უკვე. ვიმანები, პირამიდები, ნანო ტექნოლოგიები და ემ ძრავი ყველაფერში...
  კაცობრიობა ჰქონდა ენერგიის გადაცემის აბსოლუტური სხვა წყარო, თან იყო ინფორმაციის გადაცემის სხვა არხები (კვანტური დამოკიდებულება), რომლის დროსაც მეყსეულად ხდება ინფორმაციის გაცვლა და არა ორობითი (ბინარული) არამედ პრაქტიკულად უსასრულო, სუპერპოზიციური, გამოთვლითი მოწყობილებები ახდენდა ვირტუალური რეალობის მოდელირებას და შესაბამისად მომავლის პროგნოზირებას.. 
... იმ მომავლისა, რომელმაც კაცობრიობა თითქმის აღგავა მიწისაგან პირისა და დააბრუნა ეგრეთწოდებულ ქვის ხანაში... 

  ვინ იცის სად იყო შეცდომა დაშვებული და რატომ დადგა ის შედეგი, რაც დადგა!

წარსული დუმს, პირამიდები დგას და კაცობრიობა კვლავ მიექანება სამყაროსთან ერთად უსასრულობის ჯერ არარსებულ გზაზე...

                                                                      -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი