თუ რატომ არ გყოფნის ფული...
როგორც სამგზავრო სკივრში,ყოველ შემთხვევისათვის, რომელსაც ათასი წვრილმანითა თუ საჭირო და უსარგებლო ნივთებით ავსებენ, ისეა ადამიანის ქვეცნობიერში ჩალაგებული სურვილების მრავალი და მრავალფეროვანი პროტოტიპული სკივრები. როდის რომელი სკივრს აეხდება თავი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფინანსური ან და სხვა ტიპის ენერგია გამომუშავდება საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ფული სურვილების ახდენის ყველაზე ოპტიმალური გზაა. იმატებს ფული - იმატებს სურვილებიც, რადგანაც ამ პროცესში შესაბამისად უფრო ძვირფასი სკივრიდან ამოლაგდება უფრო მაღალენერგეტიკული სურვილები და დაეუფლება გონებას საასპარეზოდ... . სურვილები ყოველთვის აჭარბებს შესაძლებლობას. ძალიან მდიდარი და ძალიან ღარიბი ადამიანი თითქმის ერთნაირ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განიცდიან ამ თვალსაზრისით. ხარისხობრივად სურვილების სკივრებშია განსხვავება მხოლოდ. და თუ სურვილები ყოველთვის აჭარბებს შესაძლებლობას., მეტ და მაღალენერგეტიკულ სურვილებს მეტი ფული ჭირდება. დრო კი ყველას თანაბარი აქვს. სურვილების დაკმაყოფილებაც შეზღუდულია დროში. ამიტომ ფული სურვილებს აყოლილს არასოდროს არ ჰყოფნის! - მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი