შეშლილი
,,რა" დიდხანს მიდიოდა, ჩაბნელებული, უმთვარო სილუეტების გვერდით. მწუხრის გარემო პირქუშ დაწოლით ცდილობდა გაეტეხა სულის მდგრადობა. თვალცრემლიანი შესცქეროდა ადამიანებს, რომლებიც სადღაც ესწრაფოდნენ თავშესაფარს. ეს არ იყო კატასტროფა, ეს იყო იმპერიის ნანგრევებში მოყოლილი, დიდი ქალაქის დაწოლა საკუთარ მხრებზე...ეს იყო მაშინ.მაშინ სანთლებსაც ანთებდნენ. სალოცავად?.. მთავარი მიზანი სახლამდე მიღწევაა, მთავარი მიზანი გამოზამთრებაა. მერე მოვა გაზაფხული. თუმცა სადღაა სახლი?!.აქ მხოლოდ დროებითი თავშესაფარია და გზა, რომელიც გასავლელია, რომ შემდეგ გააგრძელო არჩევანი. არჩევანი სიცოცხლის შენარჩუნებაა, არჩევანი უსუსურობასთან ბრძოლაა.არჩევანი, ლუკმა პურის მოპოვებისთვის, დამცირების მოთმენაში ვერ გამოიხატება. ეს უმეცრებასთან ბრძოლაა. ეს სურვილია იყო ჭკვიანი. ეს სურვილია გიყვარდეს ადამიანები, შეუმსუბუქო მათ ცხოვრების სიმძიმე. სურვილია იპოვო ადგილი გარემო სივრცეში. სურვილია მნიშვნელოვნებისა. სურვილია: შიმშილს გაექცე, სიცივეს გაექცე, გქონდეს გაცხოველქმნილებული ნატვრა, გქონდეს რწმენა და ჩანდეს თუნდაც ერთი ისეთი არსება, სურვილქმნილი შენში შერწყმის და გაიზრდები მასში. თუ საჭიროა უნდა დაამტკიცო, რომ მართლა, ან თუ არა, შეძლებ საკუთარი უსუსურობიდან თავის დაღწევას? რომ გაითელო, საფლავზე სიმბოლოს არვინ მიგინიშნავს, გაუძვირდებათ. ძნელია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ლუკმა არ იშოვება, აქ არავის სჭირდები, დღეს მაინც, რომელიმე გაზაფხულამდე, მერე ვნახოთ, მაგრამ მერემდე თუ გაატანე. თორემ გაიწირები, ვიდრე გლობალური შეეხება სასიკეთოდ კერძო სივრცეს. არჩევნის წინაშე დგები. ცდუნება დიდია. იმარჯვებს ძლიერი. ეს ჯუნგლების კანონია... ვერ გიგებენ? შეგიძლია, უნდა გაუღიმო, ღიმილით მაინც დაათბე გაცივებული სივრცე. ღიმილით შეხვდი, როცა თავიდან მოგიშორებენ. გიხაროდეს, გიხაროდეს, და გიხაროდეს, რადგანაც უკეთ შეისწავლი კაცის ბუნებას. შეცდომებზე ნასწავლი ჭეშმარიტება არასოდეს ამოიშლება ცივ გონებიდან. ვიცი ძნელია გრძნობების დაოკება. დღეს: მდიდარი ანდა ღატაკი, ანდა პირიქით, არ უჩივიან (დედამიწაზე!) გონების სიმცირეს. სამი დონე. სამი საზღვარი. რეაქცია სხვადასხვა. - გენიოსს შეშლილობა არ სჯერა, შეშლილი ვერ გაიგებს, ზომიერ მოკვდავს ეწყინება შეურაცყოფად... ბგერები გრძნობებს ეხებოდეს მეტად, ვიდრე ხმა არ იქნება გამყინავი, ან მიმზიდველი. მაშინ შესძრავს გარემო ირგვლივს.მაშინ პურდება, მაშინ იფარება, მაშინ იბადება სიყვარულ ნარევი შიში ან შიშნარევი სიყვარული. მაშინ გარემო დაემხობა ფეხებთან. თუ ვერა - დაემხობი იმპერიის ნანგრევებთან ერთად და იქნება სიმდიდრე უდაბნოში, და მირაჟივით გადაინაცვლებს დაუსრულებლად დაცემამდე, და დაეცემა დიდება... გათენდა!ჯერ კიდევ გარიჟრაჟს არ დაეძლია მწუხრის ფერები. ენერგიათა ჭიდილში, გონების ენერგია მრავლობით სპექტრში დაიშალა.შემოქმედის ენერგია პირამიდებს აგებდა უდაბნოში. და მაინც, ადამიანები ფლობენ რაღაც იდუმალ შინაგან ძალებს, და თავისი ველის ზეგავლენის ქვეშ იქცევენ ცოცხალ გარემო სივრცეს. ასე იქმნება ორგანიზებული პირამიდები. მილიონობით სუსტი ექცევა ათიათასების ძლიერი მოქმედების ქვეშ. ათიათასები - ათასების, ათასები - ასების, ასები -ათების, ერთეულების და დგას ერთი!.. იქნებ და სიცარიელე. პირამიდები აგებენ პირამიდებს! ეგვიპტური პირამიდები მარადიული ერარქიის სიმბოლოა უდაბნოში. ლაბირინთებში იკარგება საგანძური. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი შეშლილი გზა. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი მარცხი. ძვირია სინათლე. ნიჭია გაგნება. მიწას აწყუნებს დაცემა... ცხოვრების უმეტესი ნაწილი შეშლილია. შეშლილია სამყაროს რაობა მიუწვდომელი შეუცნობლობით. შეშლილია კაცობრიობა!.. "რა" დიდხანს დადიოდა, ჩაბნელებული, უმთვარო სილუეტების გვერდით. მწუხრის გარემო პირქუშ დაწოლით ცდილობდა გაეტეხა სულის მდგრადობა. თვალცრემლიანი შესცქეროდა ადამიანებს, რომლებიც სადღაც ესწრაფოდნენ თავშესაფარს. ეს არ იყო კატასტროფა, ეს იყო იმპერიის ნანგრევებში მოყოლილი, დიდი ქალაქის დაწოლა საკუთარ მხრებზე... მერაბ (მერ’ფი) ფირცხალაიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი