ჩვენ ვართ მელოდია არაფერში ?!
ალბათ არსებობს ენერგია ან მათ შორის ჩვენთვის ნაცნობი ენერგიათა ნაზავი, რითაც ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მე სიცოცხლის ცეეცხლს ვუწოდებ. ეს არის რეაქციათა ნაკრები მოლეკულარულ. ატომურ და ვინ იცის იქნებ კვანტურ და ჩვენთვის უცნობ სხვა დონეებზეც. თუ ორგანიზმი უხეში შედარებით მოქმედებს როგორც აპარატურული ნაწილი, მაშინ გონება შესაძლოა შევადაროთ პროგრამულ უზრუნველყოფას. აპარატურის იმ ნაწილის განადგურების შემთხვევაში, სადაც პროგრამული უზრუნველყოფა ინახება, რა თქმა უნდა მასში ჩაწერილი პროგრამებიც ნადგურდება. რადგან იქ დაფიქსირებული კომბინაციები ინახებოდა, მაგრამ ნუთუ ჩვენი "მე"— ც დაფიქსირებული კომბინაციებია და ისიც ჩვენს სხეეულშია მხოლოდ?! ჰო და სად არის ჩვენი "მე" მოთავსებული? თუ ის მხოლოდ ნეირონთა კავშირების შედეგად მიღებული კომბინაციებია. კომბინაცია აღიქვავს თავის თავს? თუ ჩვენი გრძნობები, შეგრძნება, ყოფა მხოლოდ და მხოლოდ კომბინაციაა. რატომ დალაგდა ეს კომბინაცია ასე და არა სხვაგვარად? გარე კომბინაციათა ზემოქმედების შედეგად არა? საიდან გაუჩნდა ამ კომბინაციებს თვისებები?და თუ კვანტურ დონეზე რხევებია მხოლოდ, გარკვეული სიხშირეები, თავისებური მელოდიებია? კვანტური მელოდიები. ატომის 99% ხომ სიცარიელეა. ..1% რხევები... ათეისტებო! ჩვენ ვართ მელოდია არაფერში, არა? -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი