სირინოზის აჩრდილს


--
შენა ხარ უდაბნოს მირაჟი,
მწყურვალს რომ წყურვილს უმძიმებს...
არადა ისე გამოგდის,
ცოდვას არიდებ უმძიმესს.
განა სადაც კი წყაროა,
სულ ყველგან სუფთა წყალია.
ზოგჯერ წყალში ხარ ყელამდის,
მაგრამ  მლაშე და მყრალია.
ისევ ჩაჰყვები უდაბნოს,
ჩანს ბედისწერის ბრალია.
იქნებ და არც გსურს უწყლობა,
მაგრამ, რას იზამ, ვალია!
მთავარი არის ამ ქვეყნად
გერქვას სპეტაკი ქალია...
   -მერ'ფი-
პოეზიაწყალისირინოზიმირაჟიუდაბნო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი