ბათუმო
ბათუმო
---
რამდენი ოცნება, ფიქრი და იმედი.
რამდენი ოცნება მე შენზე ავაგე.
შეგცქერი შორიდან შენ ჩემო ქალაქო,
გრძნობების ქალაქო, ოცნების ქალაქო...
ბავშვობის იმედო, იმედო მომავლის,
მხოლოდ შენს წიაღში ვიპოვი სიმშვიდეს,
და მე შენს წიაღში ვიპოვი დიდებას,
და მე შენს წიაღში მოველი:
სიცოცხლის წყალს,
უსაზღვრო ოცნების ზღვას...
სადღაც შორს ვარსკვლავი ჩანს,
ტალღები მიაპობს ქარს...
--
ო. როგორ მენატრები ბათუმო,
ო, როგორ მიყვარხარ.
შორიდან გეფერები ბათუმო,
შორეულ სიზმრად ხარ.
ო. ისევ მენატრები ბათუმო,
ო, ისევ მიყვარხარ,
შორიდან გეფერები ბათუმო,
შორეულ სიზმარ ხარ.
---
და ისევ ფიქრები მე შენკენ მიზიდავს,
და ისევ ნაბერი ოცნება ივსება.
შეგცქერი შორიდან წვიმისფერ თვალებით,
და ზღვისფერ ტალღებში გრძნობები იხსნება...
ნატრული სამყარო ჩანს...
სადღაც შორს ჩამოჰკრეს ზარს,
ტალღები მიაპობს ქარს...
ო. როგორ მენატრები ბათუმო,
ო, როგორ მიყვარხარ.
შორიდან გეფერები ბათუმო,
შორეულ სიზმრად ხარ.
ო. ისევ მენატრები ბათუმო,
ო, ისევ მიყვარხარ,
შორიდან გეფერები ბათუმო,
შორეულ სიზმარ ხარ.
- მერფი -
სიმღერის მოსასმენად გადადით ამ ბმულზე:
https://soundcloud.com/merpi69/to-you-batumi?si=7eaa410b51db4290aff09d0f5c20c4c3&utm_source=clipboard&utm_medium=text&utm_campaign=social_sharing
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი