დავიღალეთ მარტოობით


დავიღალეთ მარტოობით,
მოგვეწყინა ძალიან.
ყველა თავის ნაჭუჭშია,
შენთვის არვის ცალია...
უფრო მეტად მარტო დარჩა
მარტოსული სულები.
ჩაკეტილი გახდა ყოფა,
კოვიდ გადასულების.
ინტერნეტმაც რეალობა
ჩაანაცვლა ჩატებში,
ვირტუალურ რეალობამ
მოგვიქცია თათებში.
ახლა არ თქვათ 
რას ამბობო, 
თუ მასეა სად არის?!
ერთობა და ერთად ყოფნა,
ჩვენ ბავშვობის  სადარი!
                        -მერ'ფი-
დაღლამოწყენამარტოობავირტუალურირეალობა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი