გამოვჩნდები, მაგრამ მერე...
გამოვჩნდები, მაგრამ მერე,
ისევ- შენი ბრალია!..
შენი სევდა და ვარამი
ხდება მძიმე ვალია.
მარტოობას ვინც გაურბის,
დამღლელია ლოდინი,
როცა ისევ ისე გხვდება
ცარიელი ლოგინი.
რომც გამოვჩნდე?!
ეს რას შეცვლის?
წლებად იქცა წამები...
სული ისევ ისე ბორგავს
მარტო განაწამები.
ეს ცხოვრება ხომ ისედაც
ცარიელი წამია,
ხანაც გაყრის,
ხანაც შეყრის,
უსასრულო ჟამია...
P.S.
წუხელ ჩემთვის ჩუმად ვზივარ
დამეძგერა... რაია?
მე კრაზანა მეგონა და
შემრჩა ჭიამაია...
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი