გაზაფხულის საგალობელი
დაე მუდამ გაზაფხული რომ იყოს,
დედამიწას ანათებდეს ცხრათვალა და,
ცხრათვალა და ცეცხლისფერი მზე.
ირგვლივ ყვავილები თითქოს ზეიმობს,
ჩიტუნები საგალობელს უგალობენ
განთიადის ამომავალ მზეს.
--- მისამღერი: --
ნეტავ რას უგალობ ჩიტუნავ,
ღმერთო მაცოდინა ნეტავ.
თითქოს სიყვარულის ნექტარმა,
გული გრძნობით გამიკვეთა.
ნეტა რას უგალობ ჩიტუნავ,
რისთვის ლაპარაკობ ღმერთთან?
როგორ შეუძლია განთიადს,
მზეს არ გაუღიმოს შენთან.
-- 2--
მინდა მუდამ გაზაფხული რომ იყოს,
ცისარტყელებს ათასფერად ანათებდეს
ცხრათვალა და ცეცხლისფერი მზე.
ირგვლივ ცა და მიწა თითქოს ზეიმობს,
ჩიტუნები საგალობლებს უგალობენ
განთიადის ამომავალ მზეს.
-- მის: --
ნეტავ რას უგალობ ჩიტუნავ,
ღმერთო მაცოდინა ნეტა.
თითქოს სიყვარულის ნექტარმა,
გული გრძნობით გამიკვეთა.
ნეტა რას უგალობ ჩიტუნავ,
რაზე ლაპარაკობ ღმერთთან?
ნუთუ შეიძლება განთიადს,
მზემ არ გაუღიმა შენთან.
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი