ნეტა ვისი გულქანდი ხარ...


ნეტა ვისი გულქანდი ხარ,
ვისი ნატვრა, გულის ვარდი,
ვისი სევდა და იმედი,
ვისი ცრემლით სავსე დარდი?!
ისე შორს ხარ ვერ გწვდები და
სულში გაჩნდა ეკალ-ბარდი.
შენი ხილვის მოლოდინში,
ღრმა განცდებში გადავვარდი.
აღარ მადევს თვალზე რული...
რა ყოფილა, ეს ოხერი,
სიგიჟეა ალბათ სრული,
არ თქმული და გაგონილი,
არ ნახულის სიყვარული... 
. -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი