ნაცრისფერი მასა...
ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი! და ცოცხალი, მაგრამ ნაცრისფერი გროვა... სხივი კოსმიური, გაცვეთილი ფრესკა. მხოლოდ წვიმა ცრემლის, გადარეცხავს ცოდვებს. წაიკითხავს ვიღაც ჩემს გარითმულ ბოდვებს. იტყვის: რა უნდოდა? რისთვის გაიხარჯა? ქაღალდი და გრძნობა, უქმად დაიხარჯა. დაედება წიგნებს, ნაცრისფერი მტვერი. დაუოკელ გრძნობებს შთანთქავს, როგორც მტერი. მერე ისევ მოვა, ნაცრისფერი გროვა. ყველაფერი ისევ სულ თავიდან მოვა... ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი! -მერ'ფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი