რუსთველს...


ზარი გოდებდა, იყო გლოვა გარდაუვალი.
ქარი გოდებდა, ქარი უტყვი, მუდამ მდუმარი.
ქალი გოდებდა დაჰკიოდა მწუხრის დარაბებს,
მიემგზავრება როსტევანი აღქმულ არაბეთს...
სად მოისროლა ბედისწერამ შენი სავალი,
სად გაგითხარა უკვდავების წმინდა სამარი.
არარა დაგვრჩა შესადარი შენი დიდების,
გაბრწყინებულო უკუნიდან უკუნისემდის.
საქართველოში ბავშვმაც ისიც შენი სახელი,
იდუმალებით მოცულია თუმცა სათქმელი.
იციან მხოლოდ ჩაქრა უცხო მოყმის სადარი,
და განისვენებს იერუსალიმს სიბრძნის სარდალი.
ზარი გოდებდა, იყო ჟამი გარდაუვალი.
დროის დინებამ გადახლართა გზები უკვალი.
გოდებდა ქარი, დასტიროდა უცხო საფლავებს...
მიემგზავრება როსტევანი აღქმულ არაბეთს.
        -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი