როცა თვალები აგევსება განცხრომის სხივით


როცა თვალები აგევსება განცხრომის სხივით,
როცა უჩემოდ წამით მაინც თავს ლაღად იგრძნობ,
როცა თავიდან მომიშორებ ღიმილით ცივით,
არარაობა გამარჯვების წამებს ზეიმობს.
არარაობა გამარჯვების წუთებს ზეიმობს,
ზეიმობს დარდი, დაღვენთილი როგორც სანთელი,
ჩაიკარგება საუკუნოდ ცხოვრება იგი,
ჩაიკარგება სიყვარულით მთვრალი ქართველი.
შენთან მიგულე როცა ვარდი ჩუმად დაჭკნება,
და მაშინაც კი როცა სიკვდილს დაელოდები.
ეს შენი მზერა საუკუნოდ ჩემთან დარჩება.
დაგელოდები, გელოდები და გელოდები.

- მერ'ფი - 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი