რარიგ ძნელია არ დაივიწყო შენ ეს წუთები


რარიგ ძნელია არ დაივიწყო შენ ეს წუთები,
წლები გაირბენს, გულს მოსწოლია მძიმე ფიქრები.
ვინ იცის ბედი სად მიმუხთლებს სად დაბინდდება,
იქნებ დღესა ვარ და ხვალიდან აღარ ვიქნები.
ჩემი მიზანი უფრო რთულია ვიდრე ცხოვრება,
და ამ ყველაფერს ერთი სიცოცხლე სულ მთლად სჭირდება.
დახედე ამ ლექსს როცა მძიმე დრო დაგვიდგება,
თუმცა ბოლომდე რომ გამიგო გაგიჭირდება.

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი