ეს მე ვარ თავად ეს დედამიწა...


სულის ჩამდგმელი ნარევი გრძნობით, 
მისგან შობილი მას შევერწყმები. 
მე მტკივა მისი ტკივილი ჩუმი, 
ჩემი ცრემლები აპკურებს მდელოს. 
თუ ვერ შეისმენ იმ ერთ სიმართლეს, 
რომელიც გასდევს მთელ სამლოცველოს. 
შენ სუნთქავ ჰაერს, ჩემი სულიდან ამოსულს ოდეს.. 
შენ მართმევ სივრცეს და გინდა გქონდეს, 
მაგრამ შენც და მეც ერთი ვართ მიწის... 
იქ დაბლა, მიწის ქვედა წიაღში, 
ჩვენ შევერწყმებით მოლეკულებად. 
და დაბადებულ ახალ სამყაროს, 
მოვევლინებით სულ სხვა სულებად. 
ანდა კოსმოსურ ძალის სხივებად, 
გამჭოლი ველის, მზის ენერგია, 
წალეკავს სიცოცხლის გამოვლინებას, 
და დამთავრდება ცის ელეგია... 
ეს მე ვარ, თავად ეს დედამიწა, 
და გევედრები ნუ დამაობლებ! 
                                       -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი