ლანდებად ქცეულა ბინდბუნდში სიტყვები...


ლანდებად ქცეულა ბინდბუნდში სიტყვები,
ლანდებად ქცეულა ხატება ციური.
შემწყდარა დინება ჟამთა მკვებავი,
შემწყდარა დიდება ღვთის ფერად მღებავი.
დარჩენილ ყვავილებს ობობას ქსელები,
მახედ დაუგდებს ზეცისკენ მიმავალს.
ფრესკები დაცრეცილ წარსულს მოჰყვება,
და ყურის გდება იქნება ძნელი...
აღმართულ ტაძრებზე ბინდბუნდი ეშვება,
და ძილი წაიღებს დაბანგულ თვალებს,
რა ვუყო, რა ვუყო, რა ვუყო, რა ვუყო,
რა ვუყო ზრიალებს ამ ჟამის ალებს...
მიზიდვის ძალები ზეცისკენ ნაშურებს,
მიზიდვის ძალები მიწაზე ჩოქებით.
კიდეც რომ ყვავილებს ობობას ქსელებით,
მახედ დაუგებს ზეცისკენ მიმავალს.
რა ვუყოთ?, რა ვუყოთ?, რა ვუყოთ?, რა ვუყოთ...
„რა ვუყოთ?!“ - ტრიალებს ამ ტიალ ქვეყანას!

- მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი