თუ მაქვს სურვილი კვლავ შევამჩნევ ფრონტალურ ღრუბლებს


თუ მაქვს სურვილი კვლავ შევამჩნევ ფრონტალურ ღრუბლებს,
ასე ძალუმად რომ ფარავენ ამ დედამიწას.
თუ მაქვს სურვილი კვლავ შევიგძნობ სიოს გრილ ალერსს,
კვლავ შევიყვარებ აყვავებულ ხეებს და მიწას.
თუ გაქვს სურვილი სიყვარული მოვა მჩქეფარე,
და ვნების ტალღა გაგვიტაცებს ისევ ველური.
თუ გვაქვს სურვილი დაბრუნდება ის დრო ნეტარე,
როცა მე და შენ ვთრთოდით ძლიერ შეყვარებული.
თუ სურვილის დროს ვარსკვლავები ღიმილს მომგვრიან,
და ეს სამყარო გაიელვებს სულ სხვა ფერებით,
ვნება აშლილი ოცნებები შენსკენ მოქრიან,
როცა ერთმანეთს სიზმრად მაინც მოვეფერებით.
ესეც წამართვი შენ წაიღე სურვილი იგი,
და უბედური უნუგეშოდ დავიარები.

           -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი