ზეცა ინთება...


ზეცა ინთება,
ღამის ნისლი იფანტება,
ესალმება ჩიტუნები მზეს!
გაზაფხული შემოსულა დღეს.
მალე იქნება,
ათასფერი ყვავილები,
საზეიმოდ რომ შემოსავს ტყეს,
გაზაფხული შემოსულა დღეს.
ღამე იჭრება,
დილა უფრო თბილი ხდება,
და სიცოცხლე უბრუნდება დღეს,
გაზაფხული შემოსულა დღეს.
და მე მინდება,
უფრო მეტი რომ ვიმღერო,
ყველას მინდა რომ გახაროთ ეს.
გაზაფხული შემოსულა დღეს!
- მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი