ტურფა საქართველო!


ია ვარდებს დაუფერავს,
ჩვენი მთა და ველები,
როგორ მიყვარს ტურფა საქართველო.
ღრუბლებს ზევით რომ ასცდები,
კავკასიის მთებია,
მწვერვალებზე უფრო სანატრელო...

ქარი!...
ქარი მიათრევს ღრუბლებს,
ქარი!...  ეთამაშება მზეს.
ჟამი!... ჩუმად მიითვლის წუთებს,
დრო კი!..
დრო კი დააშრობს ცრემლს!...

არწივების საბუდარზე,
ყორნები ვერ წვდებიან.
აქ მთავრდება დევთა სამყოფელო.
ორ ზღვას შუა გაჭიმული,
კავკასიის მთებია,
ქალღმერთის ძის ციხე-სამფლობელო...

ია ვარდებს დაუფარავს,
ჩვენი მთა და ველები,
ასეთია ტურფა საქართველო!
               - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი